ყველა სპორტული სიახლე

მოკრივეთა ოქრო და 2 ბრინჯაო ანაპიდან

ანაპაში სკოლის მოსწავლეთა შორის მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ევროპირველობაზე, რომელშიც 24 ქვეყნის 214 სპორტსმენი გამოდიოდა საქართველო 8 მოკრივით იყო წარდგენილი. ჩვენმა მოკრივეებმა ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტიგრან შატბეროვმა (44.5 კგ) მეოთხედფინალში სლოვაკ ალექსანდ ტანკოსთან გაიმარჯვა და ნახევრფინალში გავიდა, სადაც იტალიელ ვინჩენცო დელა გატას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად სძლია. შატბეროვმა ფინალურ შეხვედრაში რუს ტიგრან მარტინენკოს აჯობა და ჩემპიონი გახდა.

გიორგი ლაზარაშვილმა (41,5 კგ) და გიორგი წაწალაშვილმა (50 კგ) მეოთხედფინალური ორთაბრძოლები მოიგეს. ლაზარაშვილმა გერმანელი სადეკ ლაზემი დაამარცხა, ხოლო წაწალაშვილმა იტალიელი დავიდე სარაიელო. ქართველებმა ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელეს.

სხვადასხვა, კრივი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ