ყველა სპორტული სიახლე

უსეინ ბოლტი გულშემატკივრებს:“ მოდით და ნახეთ ისტორიის შექმნა რიო 2016-ზე“

იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი გულშემატკივრებს თავისი გარბენის სანახავად ეპატიჟება და პირდება, რომ ისინი რიო 2016-ზე ახალი ისტორიის შექმნას იხილავენ. ბოლტი 100 და 200 მეტრზე, ასევე 4X100-ზე ესტაფეტაში გამოვა და ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობის გაზრდას შეეცდება. ბოლტს აგრეთვე სურს, რომ 200 მეტრზე სირბილში ახალი, მსოფლიოს რეკორდი დაამყაროს. რიოს ოლიმპიური თამაშები იამაიკელისთვის ბოლო იქნება, 21 აგვისტოს დახურვის ცერემონიაზე ის 30 წლის გახდება. ბოლტი 2017 წელს ლონდონში მსოფლიოს პირველობაზე გამოვა, სადაც მხოლოდ 100 მეტრზე ირბენს და მერე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადებს.

უსეინ ბოლტი:“ ორიენტირებული ვარ ახალი რეკორდის დამყარებაზე. გულშემატკივარს ვეპატიჟები და ისტორიის შექმნას ვპირდები. ეს ოლიმპიადა ჩემთვის ბოლოა, შესაბამისად მნიშვნელოვანი და საინტერესოა“.

ოლიმპიური, რიო 2016

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ