ყველა სპორტული სიახლე

იტალიელის სენსაციური ჩემპიონობა რიოში

რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იტალიელმა ძიუდოისტმა, ფაბიო ბაზილემ (-66 კგ.) სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. 

ფინალურ შეხვედრაში 21 წლის იტალიელმა სპორტსმენმა სამხრეთ კორეის წარმომადგენელ ბაულ ანს იპონით მოუგო. 

აღსანიშნავია, რომ ბაზილემდე იტალიელ მამაკაცებს ძიუდოში ოლიმპიური ოქროს მედალი მხოლოდ ერთხელ, 2000 წელს ჰქონდათ მოპოვებული, როცა სიდნეიდან ოქრო ჯუზეპე მადალონიმ წამოიღო. 

სხვადასხვა, ჭიდაობა / ძიუდო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ