
რიო 2016 - ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის იპონით სძლია და კარიერაში მეორე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
24 წლის ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ახალ წონით კატეგორიაში გადასვლის შემდეგაც შეძლო ოლიმპიური მედლის მოპოვება და რიოს ბრინჯაო დაისაკუთრა.