ყველა სპორტული სიახლე

ჟესტების ომი: 2008 წელს პეკინში და 2016 წელს რიოში (ვიდეო)

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა რიოში პირველი მედალი მოიპოვა. ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ლაშამ მედალი 8 აგვისტოს საქართველო - რუსეთის ომის 8 წლის თავზე დაისაკუთრა, ქართველი ხალხისთვის მძიმე და ემოციურ დღეს! ბრინჯაოს ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი რუსი დენის იარცევი დააიპონა და საოცარი ემოციები მოიტანა. აი, დაახლოებით ისეთი 2008 წელს პეკინში, საქართველო - რუსეთის ომის დროს  ირაკლი ცირეკიძემ რუსი ივან პერიშინი, პუტინის საყვარელი ძიუდოისტი ტატამზე ბეჭებით რომ გააკრა და მერე ის დასამახსოვრებელი და გულისამაჩუყებელი ჟესტი რომ აჩვენა, ზურგზე მიწერილი Geo - საქართველო! არანაკლებ შთამბეჭდავი და ემოციური იყო ლაშა შავდათუაშვილის ჟესტი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, როცა იარცევი ტატამზე დასცა და მერე ხელით საქართველოს დროშაზე მიანიშნა! 24 წლის კარალეთელმა ბიჭმა ზუსტად იცოდა ამ დღის მნიშვნელობა, ასეთი შეხვედრის ფასი. მისი ბრინჯაო ოქროს მედლის ტოლფასია. ასეთი კადრები სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში, არასდროს იშლება. ასე იყო ცირეკიძის ჟესტი და ასეთია ლაშას მოქმედება! მათ ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს, გულშემატკივარს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს!






 

ჭიდაობა / ძიუდო, საინტერესო, ოლიმპიური, დღის ვიდეო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ