ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016: უსეინ ბოლტის ოქრო!

იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 100 მეტრზე სირბილში ოქროს მედალი მოიგო. ბოლტმა ამ დისციპლინაში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა, მისი საკუთრებაა პეკინის და ლონდონის ოლიმპიადების ოქროს მედლები. ეს უნიკალური შედეგია. ბოლტმა დისტანცია 9.81 წამში დაფარა, ვერცხლის მედალი ამერიკელმა გეთლინ ტუკმა მოიპოვა 9.89 წამში, ხოლო ბრინჯაო კანადელმა ანდრე დე გრასმა 9.91 წამში. 29 წლის იამაიკელ სპრინტერს რიოში კიდევ ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს - 200 მეტრზე და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში.

უსეინ ბოლტი:“ კიდევ ორი მედლის მოპოვების შანსი მაქვს. ეს კარგი დასაწყისია. ახლა უკეთეს ფორმაში ვარ ვიდრე გასულ სეზონში. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, უდიდესი მუხტი იგრძნობოდა, დაუჯერებელი ენერგია მომცეს, წინ კიდევ ორი გარბენია“.

 

ოლიმპიური, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ