ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ახალგაზრდები ესპანეთთან დამარცხდნენ

საქართველოსა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მე-2 წუთზე დეულოფეუს ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მუნირ ელ ჰადადიმ ანგარიში გახსნა.

''მიხეილ მესხზე'' ქართველმა მოთამაშეებმა მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. მე-4 წუთზე მათე ცინცაძემ სტანდარტული დარტყმა შეასრულა, ''დინამოს'' ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთმა ყველას ჩაუარა და ესპანელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.

ცინცაძის გოლის შემდეგ დინამიური თამაში მიმდინარეობდა. ორივე გუნდი ცდილობდა ბურთის  ფლობის უპირატესობის მოპოვებას, თუმცა შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მე-60 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. ცვლილებაზე გამოსულმა საბა ლობჟანიძემ მარცხენა ფეხით შთამბეჭდავი გოლი გაიტანა. ბურთი კარგად დაატრიალა და მეკარისაგან შორეულ კუთხეში გაიტანა, თუმცა დარჩენილმა ნახევარმა საათმა სელადესის გუნდის დომინირებით ჩაიარა.

62-ე წუთზე ასენსომ ანგარიში გაათანაბრა, 67-ე წუთზე კი ცვლილებაზე გამოსულმა მაიორალმა სტუმრები დააწინაურა. 73-ე წუთზე მუნინ ელ ჰადადიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო სებალიოსმა მატჩის საბოლოო ანგარიში 5:2 დააფიქსირა.

გამომდინარე იქიდან, რომ ესპანელი მოთამაშეების უმრავლესობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატის, ესპანეთის პრიმერადივიზიონის კლუბებში რეგულარულად თამაშობენ და გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ, საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებში გამოდიან, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი ლოგიკურია. გამოცდილების ნაკლელობის გარდა ჩივაძის მოთამაშეები ფიზიკური მომზადების კუთხით მოიკოჭლებდნენ, რამაც განაპირობა მატჩის დასკვნით ნაწილში სტუმართა დომინირება. მასპინძლებს მთელი მატჩის ერთ ტემპში ჩატარება არ შეუძლიათ, სელადესის გუნდს კი ეს რესურსი აქვს.

 

ფეხბურთი, სხვადასხვა, ჭიდაობა / ძიუდო, ზამთრის სახეობები, ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ