ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016: ლოპესი ჭიდაობის ტედი რინერი!

კუბელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლოპეს ნუნიესი (130 კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ეს კაცი დაახლოებით ისეთივე დაუმარცხებელია როგორც ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი. ლოპესმა მსოფლიოს პირველობა ხუთჯერ მოიგო, სამჯერ ოლიმპიური თამაშები და პატარ-პატარა ტურნირებს ხომ ვინ მოთვლის. რიოში ლოპესმა  ერთი ამოსუნთქვით გაიმარჯვა, ფინალში თურქი რიზა კაიალპი 6:0 დაამარცხა. გოლიათი მოჭიდავე სამშობლოში დაფასებული კაცია, პეკინის და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი ქვეყნის მედროშე იყო, ამჯერად ეს მისია სხვას დააკისრეს, თუმცა ამ ამბავს ლოპესზე ცუდათ არ უმოქმედია - კუბას მესამე ოქრო მოუტანა!

ჭიდაობა / ძიუდო, ოლიმპიური, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ