ყველა სპორტული სიახლე

უკრაინის სპორტის მინისტრი: „ოქრო წაგვართვეს“

რიოს ოლიმპიადის ფინალში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძის გამარჯვებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

კერძოდ, უკრაინელები მიიჩნევენ, რომ ჩაკვეტაძემ მათი ფალავანი ჟან ბელენიუკი ფინალში მსაჯების დახმარებით დაამარცხა. უკრაინის სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა განაცხადა, რომ მათ სპორტმენს ოლიმპიადის ოქროს მედალი მოპარეს.

„მე ვფიქრობ, რომ ჟან ბელენიუკს ოლიმპიადაზე დამსახურებული ოქრო მოპარეს. მას ამის შესახებ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ტელეფონზე საუბრის დორს ვუთხარი. ჩვენთვის ჟან ბელენიუკი ნამდვილი ჩემპიონია, ხოლო უსამართლო სპორტოლ ბრძოლაში მოპარული ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებად არ შეიძლება ჩაითვალოს“ - დაწერა ჟდანოვმა თავის ფეისბუქის გვერდზე.

სხვადასხვა, ჭიდაობა / ძიუდო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ