ყველა სპორტული სიახლე

ოლიმპიური გუნდის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა

18 აგვისტოს, გამთენიისას რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთი ჯგუფი - ძიუდოისტები, მშვილდოსნები, მოცურავეები, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიელებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე დახვდა. თბილისში დაბრუნებული გუნდის ნაწილიდან რიოში მედლის მოპოვება შეძლეს ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი შავდათუაშვილი კი რიოში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.



სულ ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 5 მედალი აქვს - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონი მძიმეწონაში ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ბრინჯაოს მედალი ამავე წონაში ირაკლი თურმანიძემ მოიგო, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა. ჩვენი ოლიმპიელების მეორე ჯგუფი, სრული შემადგენლობით თბილისში 25 აგვისტოს, გამთენიისას 03:30 საათზე დაბრუნდება.



www.msy.gov.ge

საინტერესო, ოლიმპიური, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ