ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016: ხელბურთში ჩემპიონს ევროპული ორთხეული გამოავლენს

ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟ ხელბურთელთა მე-1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა - ჩემპიონობისთვის ბრძოლას ევროპული ოთხეული აგრძელებს. 19 აგვისტოს ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ნიკოლა კარაბატიჩის საფრანგეთი და გერმანიის ნაკრები, ძველი, ტრადიციული მეტოქეები. საფრანგეთი პეკინის და ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, გერმანიის ნაკრებმა კი წლეულს ევროპირველობა მოიგო. ბადის მეორე მხარეს ერთმანეთზე დანიის ნაკრები და პოლონეთი გავიდნენ. ერთი შეხედვით ფავორიტად საფრანგეთ - გერმანიის წყვილში გამარჯვებული მოჩანს, მაგრამ დანიის სახელბურთო ტრადიციებს თუ გავითვალისწინებთ გამორიცხულიც არაფერია, მოკლედ წინ ოთხი საინტერესო მატჩი გველის.

17 აგვისტო. ხელბურთი. მე-1/4 ფინალი
საფრანგეთი - ბრაზილია 34:27
გერმანია - ყატარი 34:22
დანია - სლოვენია 37:30
პოლონეთი - ხორვატია 30:27

19 აგვისტო. ხელბურთი. ნახევარფინალი
საფრანგეთი - გერმანია
დანია - პოლონეთი



ხელბურთი‎, საინტერესო, ოლიმპიური, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ