ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016: ბოლტის მეორე ოქრო რიოში!

იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოიგო. 100 მეტრზე სირბილში გამარჯვების შემდეგ, ბოლტი საუკეთესო იყო 200 მეტრზეც, მართალია რეკორდის გარეშე მაგრამ ოქროს მედალი ამჯერადაც მას დარჩა. იამაიკელმა დისტანცია 19.78 წამში დაფარა. მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი ერგო კანადელ ანდრე დე გრასს (20.02), ბრინჯაოს მედალი კი ფრანგ კრისტოფ ლემატიეს (20.12) შეხვდა. ბოლტი 19 აგვისტოს კიდევ ერთ ოქროს მედალს იამაიკის ნაკრებთან ერთად, 19 აგვისოს 4X100 ესტაფეტაში შეუტევს. ეს დისციპლინა იამაიკელებმა პეკინშიც მოიგეს და ლონდონშიც, შესაბამისად რიოში ტიტულის დაცვას შეეცდებიან.

მძლეოსნობა, საინტერესო, ოლიმპიური, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ