ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - მედლების რაოდენობის ალტერნატიულ რეიტინგში საქართველო ათეულს უახლოვდება

უელსურმა გამოცემა walesonline-მა რიოს ოლიმპიური თამაშების ალტერნატიული რეიტინგი შეადგინა. 

უელსელების რეიტინგი დელეგაციების მიერ მოპოვებული მედლებისა და შესაბამისი ქვეყნების მოსახლების რაოდენობის შეფარდებით შედგა. ანუ მედლების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობაზე იყოფა და ასეთ რეიტინგში საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მე-12 ადგილზეა. 

ქართული დელეგაციის ანგარიშზე ამ დროისთვის 5 ოლიმპიური მედალია, რაც უელსელების გამოთვლით საქართველოს მოსახლეობის ყოველ 795,000 ადამიანზე ერთ მედალს ნიშნავს.

საქართველოს დელეგაციიდან პირველი მედალი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაო დაისაკუთრა. მეორე, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი იყო ვერცლის მედლით, რასაც მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო მოჰყვა. ძალოსნებმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ კი შესაბამისად ოქროს და ბრინჯნაოს მედლები მოიპოვეს. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭიდავე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია, რაც კიდევ ერთ, რიგით მე-6 მედალს ნიშნავს საქართველოსთვის.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ამჟამად 43-ე პოზიციაზეა.

სხვადასხვა, საინტერესო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ