ყველა სპორტული სიახლე

სალომე ფაჟავა ოლიმპიადას ცრემლებით დაემშვიდობა

რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე 18 წლის სალომე ფაჟავა ფინალში ვერ გავიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ბურთით ვარჯიში სალომე ფაჟავამ 17.783 მიიღო, რგოლით ვარჯიშში - 17, 233 ქულა, ბაფთით ვარჯიშში - 16.666, ხოლო გურზებით ვარჯიშში - 17.433.

საბოლოოდ ჯამში ფაჟავამ ასპარეზობა 69.115 ქულით დაასრულა და 26 მონაწილეს შორის მე-14 ადგილზე გავიდა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინალში 10 საუკეთესო ტანმოვარჯიშე გადიოდა. 
აღსანიშნავია, რომ ფაჟავამ ტრავმით იასპარეზა და ამან მის გამოსვლას დაღი დაასვა. მას ორივე ფეხი ძალიან ტკიოდა, რაც ვარჯიშების შესრულების დროსაც აშკარად ემჩნეოდა. აქვე გეტყვით, რომ ფაჟავა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე მხატვრული ტანმოვარჯიშეა, რომელმაც ოლიმპიადის ლიზენცია მოიპოვა. ის ნელი სალაძის კლუბის აღზრდილია. მისი მწვრთნელები ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე არიან. რიოში ფაჟავას დოლიძე ახლდა. 












 

საქართველო, სხვადასხვა, საინტერესო, ოლიმპიური, რიო 2016

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ