ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - ბრაზილიის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია (ვიდეო)

რიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრები გახდა. 

ტურნირის მასპინძლებმა მარაკანაზე გამართული ფინალში გერმანიას 11-მეტრიანების სერიაში სძლიეს. 

მატჩის 27-ე წუთზე ნეიმარმა ანგარიში ულამაზესი საჯარიმო დატყმით გახსნა და ტაიმი ბრაზილიელებმა მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ გერმანელებმა მოპოვებული უპირატესობა მაქს მაიერის მიერ 59-ე წუთზე გატანილ გოლში ასახეს დ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.

გუნდებმა გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოავლინეს, 11-მეტრიანების სერიაში კი მასპინძელთა შორის გადამწყვეტი დარტყმა ნეიმარმა შეასრულა, რომელმაც ნილს პეტერსენის მიერ აცილებულ მე-5 პენალტს ზუსტი დარტყმით უპასუხა და ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა ქვეყანას. 

ბრაზილია - გერმანია 1:1 (5:4 11-მეტრიანების სერიაში)

გოლები: 1:0 ნეიმარი (27), 1:1 მაიერი (59)

ფეხბურთი, მსოფლიო, დღის ფოტო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ