ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძის დამაჯერებელი გამარჯვება

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მე-1/8 ფინალური შეხვედრა სომხეთის სახელით მოჭიდავე გიორგი კეტოევს დამაჯერებლად 8:1 მოუგო და მე-1/4 ფინალში გავიდა, სადაც ყაზახ მამედ იბრაგიმოვს შეხვდება. საინტერესო დეტალი - კეტოევი იგივე ქეთიშვილი თავის დროზე საქართველოდან წავიდა და რუსეთის ნაკრების სახელით უამრავი ტიტულიც მოიგო, თუმცა უმთავრეს შეჯიბრებაზე 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალური შეხვედრა რევაზ მინდორაშვილთან დათმო. რევაზ მინდორაშვილი მაშინ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და დღეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. კეტოევმა რამდენიმე წლის განმავლობაში ჭიდაობას თავიც დაანება, შემდეგ ხალიჩაზე დაბრუნდა და სომხეთის სახელით ლიცენზიაც აიღო, თუმცა დიდი ალბათობით დღეს ოდიკაძესთან კარიერაში ბოლო შეხვედრა გამართა.







ჭიდაობა / ძიუდო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ