ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016: აშშ-ს ნაკრები ჩემპიონია!

ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა რიოს ოლიმპიადის ფინალში სერბეთი 96:66 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ მოიგო ოლიმპიური ოქროს მედალი! ერთი შეხედვით ძლიერ, ანგარიშგასაწევ სერბეთის ნაკრებს, რომელიც ევროპის თუ მსოფლიოს პირველობებზე მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის აშშ-ს ნაკრებმა ულაპარაკოდ აჯობა. ამერიკელებმა მეტოქეს გამარჯვების მიზერული შანსიც კი არ მისცეს. ნახევარფინალში ავსტრალიის ნაკრებმა სერბეთთან იმდენად სუსტად ითამაშა, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ისინი ესპანეთის ძალიან მაგარ და ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ ნაკრებს ამხელა წინააღმდეგობას გაუწევდნენ. მართალია, ესპანელებმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა 89:88 მოიგეს, მაგრამ დიდი ბრძოლა კი გადაიტანეს - გამარჯვების მომტანი ქულები სერხიო როდრიგესმა ბოლო წამებზე ჩააგდო.

კალათბურთი, საქართველო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ