ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016: დანიის ნაკრების ისტორიული ოქრო!

დანიის ხელბურთელთა ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია! უცნაურია, მაგრამ დანიამ, ხელბურთის სამშობლომ პირველად მოახერხა ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვება, განსხვავებით ქალთა ნაკრებისგან, რომელიც სამგზის ჩემპიონია. დანიელებმა ფინალური მატჩი საფრანგეთის ნაკრებს, ბოლო ორი ოლიმპიადის გამარჯვებულს 28:26 მოუგეს. ფინალი მსოფლიოს ორი უდიდესი ვარსკვლავის, თანამედროვეობის ორი უდიდესი მოთამაშის  - ფრანგი ნიკოლა კარაბატიჩის და დანიელი მიქაელ ჰანსენის დაპირისპირებად იქცა. ჰანსემა 8 გოლი გაიტანა, კარაბატიჩმა 5 ბურთი შეაგდო. თამაშის საწყისი წუთები ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, მოგვიანებით დანიელების სტრატეგიამ მეკარის ნაცვლად მოედნის მოთამაშე გამოეყენებინათ და შეტევის დროს მეტოქესთან უპირატესობა შეექმნათ გაამართლა, ისინი ცოტათი დაწინაურდნენ, მაგრამ ფრანგებმა სხვაობა მალევე ამოქაჩეს - მეკარის გარეშე თამაში რთულია, უზუსტეს თამაშს მოითხოვს და შეცდომის დაშვების უფლებას არ გიტოვებს. დანიის ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა, როცა ფრანგებს 5 ბურთით გაექცა, მოქმედმა ჩემპიონებმა ჩამორჩენა 2 ბურთამდე შეამცირეს, მაგრამ მეტის გასაკეთებლად არც დრო დარჩათ და არც ენერგია. დანიის ნაკრები კბილებით იბრძოდა დაცვაში და არანორმალურად მოტივირებული იყო - საფრანგეთის ნაკრები ვერცხლის მედალს დასჯერდა, მაგრამ ეს არაფრით არ აკნინებს ამ გუნდის, ამ თაობის შედეგებს, რომელმაც ბოლო წლებში ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც კი შეიძლებიდა. დანია კი ახალი ჩემპიონია, ახალი და დამსახურებული! ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა პოლონეთს 31:25 სძლია.





ხელბურთი‎, საინტერესო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ