ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016: ბრაზილიერმა ფრენბურთელებმა ოქრო რიოში დატოვეს!

ბრაზილიის ფრენბურთელთა ნაკრებმა ფინალური შეხვედრა იტალიის ნაკრებს დამაჯერებლად 3:0 (25:22, 28:26, 26:24) მოუგო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა! ბრაზილიელმა ფრენბურთელებმა ევროპელებს შანსი არ დაუტოვეს და ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებს მე-7 ოქროს მედალი მოუტანეს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აშშ-ს და რუსეთის ნაკრებებმა, უმძიმესი ხუთსეტიანი მატჩი ჩაატარეს, რომლის გამაჯვებულიც აშშ-ს ნაკრები გახდა 3:2 (23:25, 21:25, 25:19, 25:19, 15:13). ამერიკელებმა სეტების ჯამში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ, საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ნერვების ომში მეტოქეს თითქმის მოპოვებული მედლები, ჯიბიდან ამოაცალეს.

ფრენბურთი, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ