ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016-ის საბოლოო შედეგები

რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. 

როგორც ყოველთვის, დიდ ინტერესს ქვეყნების მიერ მოპოვებული მედლების საერთო რაოდენობა და რეიტინგი იწვევს, რომლის გამარჯვებული 121 მედლით აშშ-ს ოლიმპიური ნაკრები გახდა. 

მეორე ადგილზე 67 მედლით, საიდანაც 27 ოქროა, დიდი ბრიტანეთი გავიდა, ხოლო ჩინეთის დელეგაციამ 70 მედლით (26 ოქრო) მესამე პოზიცია დაიკავა.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოს ოლიმპიური თამაშები 7 მედლით 38-ე ადგილზე დაასრულა. საქართველოს დელეგაციიდან პირველი მედალი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაო დაისაკუთრა. მეორე, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი იყო ვერცლის მედლით, რასაც მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო მოჰყვა. ძალოსნებმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ შესაბამისად ოქროს და ბრინჯნაოს მედლები მოიპოვეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა კი თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვეს ოქრო და ბრინჯაო. 

რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობა 11,544 სპორტსმენმა მიიღო 207 დელეგაციიდან. მედლის მოპოვება 78 დელეგაციის წარმომადგენლებმა შეძლეს. რეიტინგის ტოპ 15 კი ასე გამოიყურება:

სხვადასხვა, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ