ყველა სპორტული სიახლე

უსეინ ბოლტმა იუბილე რიოში აღნიშნა და სკანდალში გაეხვა (ვიდეო+ფოტო)

21 აგვისტოს, რიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი 30 წლის გახდა. ბოლტმა იუბილე მეგობრებთან ერთად კლუბში აღნიშნა და გვარიანადაც მოილხინა. იამაიკელ სპრინტერს გასართობად და დროის სატარებლად მიზეზი ნამდვილად ჰქონდა, ერთი რომ 30 წლის გახდა, ამასთან რიოში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და კარიერაში ოლიმპიურ თამაშებზე 9 ოლიმპიური ოქროს მედალი დაუგროვდა. ბოლტმა 20 წლის სტუდენტთან ჯედი დუარტესთან ერთად ღამე ინებივრა, მოგვიანებით სურათები სოციალურ ქსელში გაჩნდა, შემდეგ კი ბრაზილიურ ვებ-გვერდებზე გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა! რა გასკვირია, ბოლტი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი და პოპულარული ადამიანია და შესაბამისად მის მიმართ ინტერესი გაათმაგებული. როგორც წესი ასეთ შემთხვევას ჟურნალისტები ხელიდან არ უშვებენ. საინტერესო ის არის, რომ სურათები სოციალურ ქსელში თავად დუარტემ გაავრცელა, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ამის გამო ძალიან წუხს და თავისი საქციელის რცხვენია. 












საინტერესო, ოლიმპიური, დღის ფოტო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ