ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - მძლეოსნებს ოლიმპიურ ოქროზე რთულად მოსაპოვებელი მედალი გადაეცათ

ნიკი ჰამბლინმა ახალი ზელანდიიდან და ამერიკელმა ები დ'აგოსტინომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე პიერ დე კუბერტენის მედალი მიიღეს. 

მძლეოსნებს აღნიშნული ჯილდო ოლიმპიური სულისკვეთების გამოვლენისთვის გადაეცათ. 

სირბილში, საკვალიფიკაციო ეტაპის დროს ჰამბლინმა დ'აგოსტინოს შემთხვევით ფეხი დააბიჯა და ორივე სპორტსმენი წაიქცა.

ახალი ზელანდიის წარმომადგენელი მალევე წამოდგა და ასპარეზობა გააგრძელა, თუმცა გაჩერდა და ამერიკელ მეტოქეს, რომელმაც ტრამვა მიიღო, დახმარების ხელი გაუწოდა.

Distance runners provide the finest example of sportsmanship you'll see at the Rio Olympics

ათლეტებმა ფინიშის ხაზი ერთდროულად გადაკვეთეს და სპორტული პრინციპით ფინალში ვერ გავიდნენ, თუმცა გადამწყვეტ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მათ მაინც მიეცათ. საბოლოოდ, ტრავმის გამო დ'აგოსტინომ ასპარეზობა ვერ შეძლო, ჰამბლინმა კი ბოლო ადგილი დაიკავა. 



სპორტსმენებს მედლები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ნავალ ელ-მუტაკელემ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს მეტად საპატიო ჯილდო მხოლოდ 17 სპორტსმენს გადაეცა. 

სხვადასხვა, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ