ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - პატარა ქვეყნების ისტორიული შედეგი ოლიმპიურ თამაშებზე

რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. 

ტრადიციულად, ფავორიტებმა მოლოდინი გაამართლეს და გუნდური ჩათვლის გამარჯვებული აშშ-ს გახდა, მეორე ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთი, ხოლო მესამე პოზიცია ჩინეთმა დაიკავა. მძლეოსანების გარეშე დარჩენილ რუსეთი კი 56 მედლით მეოთხე ადგილზე გავიდა. 

The official medal tally for Rio 2016.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოს თამაშები 38-ე ადგილზე დაასრულა, რაც ნამვილად კარგი შედეგია 207 მონაწილე დელეგაციას შორის. თუმცა, თუ მედლების დათვლის ალტერნატიულ ვარიანტს გამოვიყენებთ და დელეგაციების მიერ მოპოვებული მედლებთან ერთად შესაბამისი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობასაც გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი მოწინავე სწორედ საქართველო იქნება. 

მსგავსი ალტერნატიული რეიტინგი ჩვენს მკითხველს რამდენიმე დღის წინ ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას შევთავაზეთ, თუმცა მას შემდეგ საქართველოს დელეგაციას კიდევ ორი მედალი შეემატა - ხინჩეგაშვილის ოქრო და პეტრიაშვილის ბრინჯაო, რამაც ქართული დელეგაცია ალტერნატიული რეიტინგის მე-12 პოზიციიდან მე-8 ადგილზე გადაიყვანა. 



საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოს ოლიმპიური თამაშები 7 მედლით 38-ე ადგილზე დაასრულა. საქართველოს დელეგაციიდან პირველი მედალი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაო დაისაკუთრა. მეორე, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი იყო ვერცლის მედლით, რასაც მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო მოჰყვა. ძალოსნებმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ შესაბამისად ოქროს და ბრინჯნაოს მედლები მოიპოვეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა კი თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვეს ოქრო და ბრინჯაო. 

სხვადასხვა, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ