ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ ქართველი მსაჯი მოკვეთა

ქართველი მსაჯი, თემო ყაზარაშვილი ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ მსჯობას ჩამოაშორა. 

ქართველთან ერთად UWW-მ "მსაჯობის საეჭვო მანერის" გამო სამხრეთ კორეელი ტონ კინ ჩონი და რუსი სერგეი ნოვაკოვსკი მოკვეთა. 

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ამ სამეულის მიერ ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალური შეხვედრის მსაჯობა გახდა პუერტორიკოელ ფრანკლინ გომესსა და უზებკ იხტირ ნავრუზოვს შორის. 

UWW-ს ეთიკური კომისია აღნიშნული შეხვედრის გარემოებების გამოძიებას აპირებს და საჭიროების შემთხვევაში მსაჯებს სანქციებით დასჯის. 

შეგახსენებთ, რომ ყაზარაშვილმა რიოს ფინალი იმსაჯა რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძის და უკრაინელ ჟან ბელენიუკს შორის. შეხვედრა ჩაკვეტაძის გამარჯვებით დასრულდა, რასაც უკრაინის სპორტის მინისტრის პროტესტი მოჰყვა. 

ყაზარაშვილის, ჩონის და ნოვაკოვსკის სამეული მსაჯობდა რიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს, სკანდალით დასრულებული მონღოლი მანდახრანან განზორიგისა და უზბეკი იხტიორ ნავრუზოვის შეხვედრას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღის, ორივე შეხვედრა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა, უზბეკი ნავრუზოვის გამარჯვებით დასრულდა. 

2015 წელს, თემო ყაზარაშვილი საქართველოს საუკეთესო მსაჯად დასახელდა. 

სხვადასხვა, ჭიდაობა / ძიუდო, დღის სიახლე, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ