ყველა სპორტული სიახლე

ქართველი პარალიმპიელები რიოში

რიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დასრულდა, თუმცა ბრაზილია უახლოეს მომავალში კიდევ ერთ დიდ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს. 

საუბარი პარალიმპიურ თამაშებზეა, რომელიც რიოში 7-დან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. 

პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 176 დელეგაციის 4500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. რიოში საქართველოს სახელით ორი პარასპორტსმენიც მიემგზავრება  

რიოს პარალიმპიადაზე საქართველოს ღირსებას ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლიკა ჩაჩიბაია დაიცავენ. 

zviad gogotchuri-ის სურათის შედეგი

პირველი ქართველი ლიცენზიანტი ზვიად გოგოჭური იყო, რომელმაც პარალიმპიადის საგზური კორეაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლით მიიღო, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონიც გახდა. ლიკა ჩაჩიბაიამ კი ლიცენზია პორტუგალიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე აიღო. 



პარალიმპიური თამაშები ტრადიციულად ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, იმავე არენებზე ტარდება, სადაც ოლიმპიური თამაშები იმართებოდა. ეს პრაქტიკა საერთაშორისო ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს შორის 2001 წელს მიღწეული შეთანხმების შედეგად იქნა მიღებული. ზაფხულის პარალიმპიური თამაშები 1960 წლიდან ტარდება, ხოლო ზამთრის 1977 წლიდან.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით რიოს ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის პარალიმიური ნაკრები მონაწილებას ვერ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის დოპინგ-სკანდალში ჩართულობა გახდა.

ქართველი პარასპორტსმენები, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად რიოში 31 აგვისტოს გაემგზავრებიან.

სხვადასხვა, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ