ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - ოლიმპიური ნაკრები თბილისში ბრუნდება

რიო-დე-ჟანეიროში დასრულებული ზაფხულის ოლიმიპური თამაშების შემდეგ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში ბრუნდება.  

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თბილისის საერთაშორისო აერპორტში გამთენიისას, 03:25-ზე ჩამოვა. 

რიოს ოლიმპიური თამაშები ქართველმა სპორტსმენემბა 7 მედლით 38-ე ადგილზე დაასრულეს. საქართველოს დელეგაციიდან პირველი მედალი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაო დაისაკუთრა. მეორე, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი იყო ვერცლის მედლით, რასაც მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო მოჰყვა. ძალოსნებმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ შესაბამისად ოქროს და ბრინჯნაოს მედლები მოიპოვეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა კი თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვეს ოქრო და ბრინჯაო.

სხვადასხვა, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ