ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - ტრაჟუკოვამ მამიაშვილის ბოდიში არ მიიღო

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მამიაშვილმა რიოს ოლიმიპურ თამაშების დროს რუსეთის ნაკრების წევრ, ინა ტრაჟუკოვასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბრინჯაოსთვის წაგებული ბრძოლის შემდეგ რუსეთის ჭიდაობის ფედერაცის პრეზიდენტს, მიხეილ მამიაშვილს ცემაში ადანაშაულებს.

"ყველაფერი სხვანაირად იყო და ჩვენს შორის მომხდარ ინციდენტს სერიოზულ კონფლიქტად არ ვთვლი. მიუხედავად ამისა, მზად ვარ ბოდიში მოვუხადო ინას და მთელს გუნდს. თუმცა, ერთი კითხვე მაქვს. როგორ შეიძლება გამარჯვება მაქსიმალური ძალისხმვის გარეშე? მითუმეთეს, როცა რუსეთის ნაკრების ფორმა გაცვია. ჩემსა და ტრაჟუკოვას შორის ყველაფერი მოგვარდება. ვფიქრობ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩემი ბოდიში მიღებული იქნება და შესაძლოა ინაც მიხვდეს, რომ რიოში ბრინჯაოს მოპოვებასთან ახლოს იყო", - განაცხადა მამიაშვილმა. 

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვებს თავად მოჭიდავე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მას პირადად არავის დაკავშირებია. 

"მამიაშვილის ბოდიშის შესახებ პრესიდან წავიკითხე, თუმცა მას ბოდიში ჩემი ცემის გამო არ მოუხდია. გარდა ამისა, პირადად მე არავინ დამკავშირებია. არც მამიავილი და არც რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის რომელიმე წარმომადგენელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფედერაციის პრეზიდენტისგან ბოდიშს კონკრეტული ქმედების გამო ველი, მანამდე კი მის სიტყვებს არ მივიღებ. უკვე შევხვდი სპორტის მინისტრს და ინციდენტის შესახებ ამომწურავედ ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს მდგომარეობაში გასარკვევად", - აღნიშნა ტრაჟუკოვამ. 

Тражукова с Мамиашвили-ის სურათის შედეგი

ჭიდაობა / ძიუდო, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ