ყველა სპორტული სიახლე

პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ დამატებით სამი ლიცენზია მიიღო

7-დან 18 სექტემბრის ჩათვლით რიოში პარალიმპიური თამაშები გაიმართება. 

ცნობილი იყო, რომ რიოში საქართველოს დელეგაცია ორი სპორტსმენით გაემგზავრებოდა, თუმცა ვითარება რუსეთის პარალიმპიური ნაკრების მოკვეთის შემდეგ შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პარალიმპიელთა ნაკრები რიოში გასამართი თამაშებიდან მთლიანად მოხსნეს დოპინგ-სკანდალის გამო, ვაკანტური ლიცენზიები კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სხვა ქვეყნებზე გადაანაწილა. 

ამრიგად, საქართველო რიოში 2-ის ნაცვლად 5 სპორტსმენით გაემგზავრება. ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს და მოცურავე ლიკა ჩაჩიბაიას ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა), აკაკი ჯინჭარაძე (ეტლით მოსარგებლე წოლჭიმი) და ვანო წიკლაური (მშვილდოსნობა) დაემატებიან. 

საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაცია რიოში 18-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება, რაც სარეკორდო მაჩვენებლია. პარალიმპიელთა პირველი ნაწილი ბრაზილიაში 31 აგვისტოს გაემგზავრება, ხოლო მეორე ჯგუფი - 11 სექტემბერს.  
 
პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 176 დელეგაციის წარმომადგენელი 4500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

სხვადასხვა, პარასპორტი, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ