ყველა სპორტული სიახლე

ქართველის ეფექტურმა გოლმა ცხადაძის დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა (ვიდეო)

ყაზახეთის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის 'კაირათის'' 16-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 25-ე ტურში შეწყდა.

''ორდაბასიმ'' შინ 2:1 დაამარცხა ''კაირათი.''

ოთარ მარცვალაძემ ''ორდაბასის'' სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, 64-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი სტანდარტული დარტყმით გაიტანა.

მარცვალაძემ მატჩი სრულად ჩაატარა.

''ორდაბასის'' სამატჩო განაცხადში მოხვდა გოგიტა გოგუა, 82-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, 86-ე წუთზე კი გააფრთხილეს.

საუკეთესო ექვსეულში ცხადაძის გაწვრთნილი ''კაირათი'' 52 ქულით მეორე ადგილზეა, ''ორდაბასი'' კი 37 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.


ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ვიდეო, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ