ყველა სპორტული სიახლე

პრეზიდენტმა ოლიმპიადის პრიზიორებს ღირსების ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუა პრეზიდენტის სასახლეში ქართველ ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს უმასპინძლეს. 

შეხვედრაზე გიორგი მარგველაშილმა რიოდან დაბრუნებული ოლიმპიური თამაშების პრიზიორები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა და 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

საქართველოს დელეგაციიდან პირველი მედალი ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ბრინჯაო დაისაკუთრა. მეორე, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი იყო ვერცლის მედლით, რასაც მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო მოჰყვა. ძალოსნებმა, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ შესაბამისად ოქროს და ბრინჯნაოს მედლები მოიპოვეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა კი თავისუფალ ჭიდაობაში მოიპოვეს ოქრო და ბრინჯაო. 

რიოდან დაბრუნებული ოლიმპიელების შემდეგ ბრაზილიაში პარალიმპიელები მიემგზავრებიან. საქართველოს ღირსებას ბრაზილიაში 5 პარასპორტსმენი დაიცავს: ზვიად გოგოჭური (ძიუდო), ლიკა ჩაჩიბაია (ცურვა), ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა), აკაკი ჯინჭარაძე (ეტლით მოსარგებლე წოლჭიმი) და ვანო წიკლაური (მშვილდოსნობა) დაემატებიან. პარალიმპიური თამაშები რიოში 7-დან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. 

სხვადასხვა, რიო 2016

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ