ყველა სპორტული სიახლე

ალექსანდრ ტარხანოვი: „საუკეთესოდ არა ჯანოს, არამედ, პრომესს დავასახელებდი“

რუსმა საფეხბურთო სპეციალისტმა ალექსანდრე ტარხანოვმა, რომელსაც თავის ქვეყანაში არაერთ კლუბში უმუშავია, პრემიერლიგის განვლილ ტურში ჯანო ანანიძის თამაში შეაფასა.

მოსკოვის „სპარტაკმა“ სტუმრად მახაჩყალის „ანჟი“ დაამარცხა (2:0) და საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ანგარიში გახსნა. ის 74-ე წუთზე შეცვალეს.

ტარხანოვმა ექსპერტის რანგში რუსულ გამოცემა „სპორტ-ექსპრესთან“ ისაუბრა.

-ფეხბურთი მოგეწონათ?

-პირველი ტაიმი უფრო საინტერესო იყო. კარგი ტემპი იყო და „ანჟის“ მონდომმება ეტყობოდა. მასპინძლებს სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ. მოსკოველები უფრო კარგი ოსტატები აღმოჩნდნენ. ანანიძემ თავისი შანსი 100 პროცენტით გამოიყენა.

-ანანიძემ ეპითეტები კვლავ დაიმსახურა?

-არ ვდავობ, რომ მაღალი დონის გოლი გაიტანა. თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში არცთუ შესამჩნევი იყო.შესაძლოა, ტრავმა ჯერ კიდევ ბოლომდე არ მოურჩენია. ის ბურთს ხშირად კარგავდა. მე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არა ჯანოს, არამედ, პრომესს დავასახელებდი.

 

- ანანიძის მარგი ქმედების კოეფიციენტი ცსკა-ს ნახევარმცველის რომა ეშჩენკოს მარგი ქმედებისას შეედრება?

- ისინი ცოტა განსხვავდებიან, მაგრამ ორივე კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და ორგანიზატორები არიან. ამასთანავე, ჩემი აზრით ანანიძე ყველაფერს ცოტა უფრო სწრაფად აკეთებს - დრიბლინგი და ბურთთან მუშაობა. ერიომენკო უფრო სოლიდურია და თავის სამუშაოს ზედმიწევნით ასრულებს.

- ოსტატობის დონით ეს ნახევარმცველები თანაბარი არიან?

- დიახ. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა დროს ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს ერიომენკოზე და ანანიძეზე მეტი გოლი გაჰქონდათ.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ