ყველა სპორტული სიახლე

ჭანტურიას ქულა სახლში (ვიდეო)

ეკატერინბურგის „ურალმა“, სადაც  გიორგი ჭანტურია გამოდის, რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში შინ ტულის „არსენალს“ ვერ მოუგო - 1:1.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა გოლი 48-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო  მასპინძლებმა ქულა 87-ეზე გადაარჩინეს. მეტოქის კარი ზამბიელმა ჩისამბა ლუნგუმ აიღო, რომელიც თავის დროზე „ზუგდიდში“ გამოდიოდა და საქართველოს მოქალაქის პასპორტიც კი მისცეს, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მიეწვიათ. „ურალი“ 5 ქულით 16 გუნდში მეათეა.

 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ