ყველა სპორტული სიახლე

მაისურაძე კვიპროსზე უქულოდაა (ვიდეო)

ლარნაკას „ერმისი“, რომლის შემადგენლობაში ირაკლი მაისურაძე გამოდის, კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-2 ტურში სტუმრად აპოელ-თან 0:3 დამარცხდა.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ერმისმა“ გოლები მე-40, მე-80 და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთებზე გაუშვა. 28 წლის მაისურაძე „ერმისში“ მიმდინარე ზაფხულში „ანორთოსისიდან“ გადავიდა. ორი ტურის მერე „ერმისი“ უქულოდაა და 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.

ბელარუსის უმაღლსი ლიგის მე-20 ტურში მოზირის „სლავიამ“ გასვლაზე „ვიტებსკთან“ ქულა აიღო - 1:1. ქართველი ნახევარმცველი პაპუნა მოსემღვდლიშვილი მოზირელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „სლავია“ 27 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ