ყველა სპორტული სიახლე

სანდრო კობახიძე სიმბოლურ ნაკრებში

პოლტავის „ვორსკლას“ ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ინტერნეტპორტალ football.ua-სუკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, „ვორსკლამ“ სტუმრად კიევის „დინამო“ 2:0 დაამარცხა და კობახიძემ საგოლე პასი მიითვალა.

„ქართველმა ნახევარმცველმა მოედნის კიდეზე თავისი ოპონენტი ნიკოლაი მოროზიუკი ისე გააცურა, რომ თითქოს საერთოდ სხვადასხვა დონის გუნდები თამაშობდნენ. სინამდვილეში, „ვორსკლა“ თავის საჯარიმოსთან ახლოს მოქმედებდა და კობახიძე როგორც კი ბურთს იღებდა, მაშინვე თამაშს ამწვავებდა - სისწრაფეში თავის ფლანგს არღვევდა და მეტოქს საჯარიმოში იდეალურ გადაცემებს აკეთებდა“ - იუწყება football.ua საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველის შესახებ.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ