
სირბილაძე და ოსიტაშვილი უქულოდ დარჩნენ
კპვ, რომლის ღირსებას ფორვარდი ირაკლი სირბილაძე იცავს, ფინეთის იუკონენლიგის (პირველი ლიგა) მე-20 ტურში სახლში „გრიფკთან“ 0:2 დამარცხდა.
33 წლის ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კპვ-ს 10-გუნდიან იუკონენლიგაში 30 ქულით მე-4 ადგილი უკავია.
კტპ-მ, სადაც მცველი გიორგი ოსიტაშვილი გამოდის, სახლში „ოულუსთან“ 1:4 წააგო. ქართველმა მარჯვენა მცველმა პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა და 26-ე წუთზე გააფრთხილეს. კტპ 24 ქულით მეშვიდეა.