ყველა სპორტული სიახლე

რუხაიას დაუმარცხებელი სერია გრძელდება

„სიბირმა“, რომელშიც გუჯა რუხაია გამოდის რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-10 ტურში სტუმრად სარატოვის „სოკოლთან“ ქულა მიითვალა - 1:1.

ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ის განვლილ 10 ტურში ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო „სიბირს“ უკვე 7 ტურია არ წაუგია. ნოვოსიბირსკელები 12 ქულით 20 გუნდში მე-11 პოზიციაზე არიან.

ნიჟნეკამსკის „ნეფტეხიმიკი“ სახლში კრასნოდარის „ყუბანთან“ 1:4 დამარცხდა. ქართველმა მცველმა მამუკა კობახიძემ მასპინძლებში ორი ტაიმი იასპარეზა. „ნეფტეხიმიკი“ 12 ქულით 20 გუნდში მეათეა.

ასტრახანის „ვოლგარმა“ ნალჩიკის „სპარტაკს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. ნახევარმცველი თემურ ბუკია, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. „ვოლგარი“ 16 ქულით 20 გუნდში მეექვსეა.

ხაბაროვსკის „სკა-ენერგიამ“ სტუმრად „ტიუმენს“ 3:1 აჯობა. თავდამსხმელი ედუარდ ბულია გაამრჯვებულთა სასტარტოში იმყოფებოდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ის რუსეთის მოქალაქეა. „სკა-ენერგია“ 14 ქულით მეცხრეა.

ტიხვინის „ტოსნომ“ სტუმრად გათამაშების ლიდერ მოსკოვის „დინამოს“ 1:0 აჯობა. ტიხვინელთა 18-კაციან განაცხადში მცველი გურამ თეთრაშვილი და ნახევარმცველი ნიკა ჩხაპელია, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, არ იმყოფებოდნენ. „ტოსნო“ 21 ქულით მე-2 ადგილზეა.

„ხიმკი“ იაროსლავლს ეწვია და ადგილობრივ „შინიკთან“ 0:2 დამარცხდა. ნახევარმცველმა დიეგო მალანიამ სტუმრებში 90 წუთი ითამაშა. „ხიმკი“ 8 ქულით მეცხრამეტეა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2023 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ