ყველა სპორტული სიახლე

ლევანდოვსკი ბუნდესლიგის რეკორდსმენია

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა.

პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა მიუნხენელთა რიგებში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 64 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბავარიელთა და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა ამდენი ბურთი 83 მატჩში მიითვალა.

მეორე-მესამე ადგილებს „ბაიერნის“ ექსფორვარდი ჰოლანდიელი როი მაკაი და „ჰამბურგის“ ყოფილი თავდამსხმელი უვე ზეელერი იყოფენ, რომლებმაც მეტოქეთა კარი 50-50-ჯერ 67-67 თამაშში აღეს.

მათ შემდეგ  რუდი ბრუნენმაიერი („მიუნხენ-1860“, 70 მატჩი), მარიო გომესი („ბაიერნი“, 71 მატჩი) და მიროსლავ კლოზე („ვერდერი“, 71 მატჩი) მოდიან.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ