ყველა სპორტული სიახლე

ჯო ჰარტი იტალიაში ითამაშებს

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე ჯო ჰარტი ერთწლიანი იჯარით იტალიის სერია A-ს „ტორინოში“ ითამაშებს.

ჰარტის მენეჯერმა ჯონათან ბარნეტმა დაადასტურა, რომ „მანჩესტერ სიტი“ მისი კლიენტის ტურინულ კლუბში განათხოვრებას დათანხმდა.

„დიახ, ჯო ჰარტი „ტორინოში“ ითამაშებს. მხარეები შეთანხმდნენ. თავდაპირველად მოთამაშე დათანხმდა, რომელსაც ახლა „მწვანე შუქი“ „მანჩესტერ სიტიმაც“ აუნთო. სამშაბათს, ჰარტი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის“ - განაცხადა ბარნეტმა იტალიურ გამოცემა Tuttosport-თან ინტერვიუში.

ჰარტი „სიტის“ კარს ბოლო 10 წლის მანძილზე იცავდა და გუნდთან ერთად 5 ტიტული მოიპოვა.

თუმცა, მანჩესტერელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისელი მეკარის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში ვერ დაინახა და „ბარსელონადან“ ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავო შეიძინა.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ