ყველა სპორტული სიახლე

ჯაბა ლიპარტია: „ევროპა ლიგის კი არა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვართ“

ლუგანსკის „ზორიას“ ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ უკრაინის პრემიერლიგის განვლი ტურში „დნიპროსთან“ (0:2) მარცხი გარკვეულწილად უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრას დააბრალა.

ამის შესახებ მან საფეხბურთო კლუბ „ზორიას“ ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჯაბა ლიპარტია: „დნიპროსთან“ მატჩში მთავარი ვერ მოვახერხეთ - გამარჯვება. ძალიან სწრაფი და მოულოდნელი გოლი გავუშვით, რის შემდეგ, მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში „ჩაჯდა“. ჩვენ მისი გარღვევა ვერ მოვახერხეთ, რადგან პოზიციური შეტევა არ გამოგვდიოდა“.

- შესვენებაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა ყურადღება რას მიაქცია?

- მან სისწრაფის მომატება გვთხოვა, რომ პასებით უფრო სწრაფად გვეთამაშა. შეტევებს ნელა ვანვითარებდით და ამიტომ, არაფერი გამოგვდიოდა.

- ცოტა ხნის წინ, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შედგა. ჩვენს მეტოქეებზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ მაინც...

-ძალიან სერიოზული მეტოქეები გვყავს. შესაძლოა, „დნიპროსთან“ მატჩის შედეგზე კენჭისყრამაც იმოქმედა. თამაშამდე შევიტყვეთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ფენერბაჰჩესთან“ და „ფეინოორდთან“ დაპირისპირება მოგვიწევდა. ემოციებით აღვივსეთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამას ხელი არ უნდა შეეშალა, მაგრამ...შესაძლოა, ფიქრით უკვე „ოლდ ტრაფორდზე“ ვიყავით.

-15 სექტემბერს ოდესაში „ფენერბაჰჩეს“ შეხვდებით...

-თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან არცთი იოლი მატჩი გველის. მეტოქეს შემადგენლობაში ბევრი ვარსკვლავი ჰყავს: შკრტელი, კიაერი, ვან პერსი. ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. ქულების ასაღებად ჩვენზე რაცაა დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებთ. საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვა, რომ ევროპა ლიგის კი არა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვართ.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ