ყველა სპორტული სიახლე

რუნი ინგლისელთა კაპიტნად რჩება

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანი კვლავ უეინ რუნი იქნება.

ეს ინფორმაცია ინგლისელთა ახლმა მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა ბრიტანულ მედიასთან საუბარში დაადასტურა.

„უეინი ინგლისისთვის საუცხოო კაპიტანი იყო. მანერამ, რომელშიც ის კაპიტნის ვალდებულებას ასრულებდა, უფლება მომცა უბრალოდ მისთვის ნაკრების კაპიტნად დარჩენა მეთხოვა. რუნის მაჩვენებლები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებენ. იგი ნაკრების ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც თანაგუნდელები ძალიან დიდ პატივს სცემენ. ყველა ეს ფაქტორი მეტყველებს, რომ უეინი გუნდის ლიდერის პოზიციაზე სწორი არჩევანია“ - თქვა ელერდაისმა.

30 წლის რუნიმ ინგლისის ნაკრებში 115 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის ინგლისელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ელერდაისის ოფიციალური დებიუტი ნაკრებში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4 სექტემბერს სტუმრად სლოვაკეთთან შედგება. მომავალი შეხვედრისთვის მან შემდეგ მოთამაშეებს უხმო:

მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი („საუთჰემპტონი“), ჯო ჰარტი („მანჩესტერ სიტი“), ტომ ჰიტონი („ბარნლი“).

მცველები: გარი კეჰილი („ჩელსი“), ნათანიელ კლაინი („ლივერპული“), ფილ იაგიელკა („ევერტონი“), დენი როუზი, კაილ უოლკერი (ორივე „ტოტენჰემი“), ლიუკ შოუ, კრის სმოლინგი („მანჩესტერ იუნაიტედი“).

ნახევარმცველები: უეინ რუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“), დელე ალი, ერიკ დაიერი (ორივე „ტოტენჰემი“), მაიკლ ანტონიო („ვეტს ჰემი“), დანი დრინკვოტერი („ლესტერი“), ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა (ორივე „ლივერპული“), რახიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ტეო უოლკოტი („არსენალი“).

თავდამსხმელები: ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), დანიელ სტარიჯი („ლივერპული“), ჯეიმი ვარდი („ლესტერი“).

 

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ