ყველა სპორტული სიახლე

იტალიის ნაკრების ფორვარდი „უოტფორდში“

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ფორვარდი სტეფანო ოკაკა კარიერას „უოტფორდში“ გააგრძელებს.

ინგლისის პრემიერლიგის კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნიგერიული წარმოშობის 27 წლის ფორვარდმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში ოკაკა ბელგიის „ანდერლეხტში“ თამაშობდა, სადაც გენუის „სამპდორიადან“ გადავიდა. ბელგიელთა რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში მან 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ოკაკამ იტალიის ნაკრებში 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ