
აგუერო ნაკრებს გამოაკლდა
არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სერხიო აგუერო მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ურუგვაისა და ვენესუელის ნაკრებებთან ვერ ითამაშებს.
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურში „ვესტ ჰემთან“ (3:1) მატჩში მუხლის მყესი დაიზიანა და 88-ე წუთზე შეცვალეს. ამის გამო, აგუერო 2 სექტემბერს ურუგვაისთან საშინაო მატჩს გამოტოვებს და 7 სექტემბერს ვერ ვენესუელასთან სტუმრად ითამაშებს.
მსოფლიო პირველობის შესარჩევ ციკლში სამხრეთ ამერიკის ზონაში არგენტინელებს 6 ქულით 10 გუნდში მე-3 ადგილი უკავიათ.