ყველა სპორტული სიახლე

მესის თამაში საეჭვოა

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ურუგვაისა და ვენესუელის ნაკრებებთან თამაში სათუოა.

„ბარსელონას“ 29 წლის ლიდერს საზარდული ტკივა, რასაც კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მესის არგენტინის ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ პირველი ვარჯიში გააცდინა. მომავალ მატჩებში მისი თამაში გამოჯანმრთელების ტემპზეა დამოკიდებული.

არგენტინელები 2 სექტემბერს ურუგვაისთან შინ ითამაშებენ, ხოლო 7 სექტემბერს   სტუმრად ვენესუელას შეხვდებიან.

 

 

ფეხბურთი, ევროპა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ