ყველა სპორტული სიახლე

ტერ შტეგენის საინტერესო მიღწევა

„ბარსელონას“ გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ფეხით კარგად თამაშითაა ცნობილი.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში ბილბაოს „ატელიტიკთან“ (1:0) მატჩში გერმანელი ფეხბურთელი თავისებური მიღწევით გამოირჩა: მან თავისი საჯარიმოდან პარტნიორებს 62 პასი გაუკეთა, რომელთაგან 51 ზუსტი აღმოჩნდა. პასების სიზუსტით ტერ შტეგენმა 185 ფეხბურთელა აჯობა, რომლებმაც პრიმერა დივიზიონის მეორე ტური ჩაატარეს და მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს. მასზე უკეთეsი შედეგი მხოლოდ 11 მოთამაშემ აჩვენა.

სხვათა შორის, გერმანელმა არა მხოლოდ პრიმერა დივიზიონის, არამედ, ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლებსაც აჯობა. ბრიტანული ინტერნეტპორტალის mirror.co.uk-ის ინფორმაციით, მან უფრო მეტი ზუსტი პასი გააკეთა ვიდრე: კევინ დე ბრუინმა („მანჩესტერ სიტი“), იოან კაბაიმ („კრისტალ პალასი“), ჯეიმს მილნერმა, ჯორდან ჰენდერსონმა (ორივე „ლივერპული“), ალექსის სანჩესმა („არსენალი“).

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ