ყველა სპორტული სიახლე

17-წლამდელებმა გამარჯვებით დაიწყეს

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე „სირენკას თასზე“ პირველი თამაში მოიგო.

გურმა ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა ჩრ.ირლანდიის ნაკრები 3:1 დაამარცხეს. ქართველებიდან 22-ე წუთზე ანგარიში გიორგი ივანიაძემ გახსნა, 64-ე წუთზე ზურა დავითაშვილმა თანაგუნდელები 2:1 დააწინაურა, ხოლო მატჩის მე-80 წუთზე მან დუბლი შეასრულა.

1 სექტემბერს ქართველები რუმინეთსა და უკრაინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
სფფ-ს პრესსამსახურის ფოტო

ფეხბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ