ყველა სპორტული სიახლე

მუსტაფი „არსენალში“ ითამაშებს

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი შკოდრან მუსტაფი ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს.

„არსენალის“ ოფიციალური ვებგვერდი 24 წლის მცველთან კონტრაქტის გაფორმებას ადასტურებს, მაგრამ მის ხანგრძლივობასა და სატრანსფერო ფასს არ აკონკრეტებს. ბრიტანული პრესის მტკიცებით, „არსენალს“ ესპანური „ვალენსიადან“ მუსტაფის შეძენა 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, ხოლო თავად ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2014-2016 წლებში მუსტაფიმ „ვალენსიას“ რიგებში ყველა ტურნირზე 78 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მანამდე, ის 2009-2011 წლებში ინგლისის „ევერტონში“ გამოდიოდა, სადაც ერთხელ ითამაშა, ხოლო 2011-2014 წლებში იტალიის „სამპდორიაში“ (53 შეხვედრა 1 გოლი) ასპარეზობდა.

მუსტაფი მიმდინარე ზაფხულში „არსენალის“ მეექვსე შენაძენი აღმოჩნდა ჯაკას, პერესის, ნვაკალის, ასანოსა და ჰოლდინგის შემდეგ.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ