ყველა სპორტული სიახლე

21-წლამდელების მზადება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტალინში 1 სექტემბერს გასამართი ევროშესარჩევი მატჩისთვის მზადებას აგრძელებს.

გია გეგუჩაძემ გუნდი 30 აგვისტოს ორჯერ ავარჯიშა და მთავარი აქცენტი ტაქტიკურ მონახაზებზე გააკეთა. წვრთნებს შორის ნაკრებს თეორიული მეცადინეობაც ჩაუტარდა. პირველივე ტალინურ ვარჯიშზე დაშავებულ თორნიკე კირკიტაძეს დღეს აღარ უვარჯიშია - მისი ესტონეთთან თამაში საეჭვოა.

დღეს ტალინში ჩავიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, რომელიც ვარჯიშსაც დაესწრო და გუნდიც გაამხნევა.
დღეს, ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს "ა ლე კოქ არენაზე" ჩაატარებს, სადაც 1 სექტემბერს უკვე ესტონეთის 21-წლამდე ნაკრებთან შეხვედრაა დაგეგმილი.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ