
ალკასერი „ბარსელონასთვის“ შეუტევს
პაკო ალკასერი „ვალენსიადან“ „ბარსელონაში“ გადავიდა.
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 23 წლის თავდამსხმელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ბარსელონამ“ ალკასერში 30 მილიონი ევრო გადაიხადა. კიდევ 2 მილიონ ევროს კლუბი ბონუსის სახით ფეხბურთელის წარმატებული თამაშის შემთხვევაში მიღებს.
ალკასერს „ვალენსიაში“ დებიუტი 2010-2011 წლები სეზონში ჰქონდა და მას შემდეგ, ყველა ტურნირში ჩატარებულ 124 მატჩში 43 გოლი გაიტანა.
2012-2013 წლების სეზონში ის იჯარით „ხეტაფეში“ გამოდიოდა - 23 შეხვედრაში 4 გოლი.
მან ესპანეთის ეროვნულ გუნდში 13-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.