
„სასუოლოს“ ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს
იტალიის სერია A-ს ხელმძღვანელებმა „სასუოლოს“ მე-2 ტურში ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაუთვალეს.
„სასუოლომ“ თავის მოედანზე „პესკარა“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. თუმცა, სერია A-მ შედეგი გააუქმა, რადგან „სასუოლოში“ შეცვლაზე ანტონიო რაგუზამ ითამაშა, რომელიც კლუბმა სათანადო წესით არ დაარეგისტრირა.
„სასუოლომ“ 26 წლის რაგუზასთან კონტრაქტი 26 აგვისტოს გააფორმა, ერთი დღის შემდეგ, რაც ლიგა სერია A-ში 25-კაციანი განაცხადი გააგზავნა.
ახალი ფეხბურთელის განაცხადში შესაყვანად, კლუბმა ძველი ფეხბურთელი უნდა შეცვალოს და ამის შესახებ ლიგას შეატყობინოს. „სასუოლოს“ მესვეურები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით გააკეთეს, ხოლო სერია სერია A-ს ხელმძღვანებელი სხვა აზრის არიან.
რაგუზა მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა. „პესკარას“ „სასუოლოს“ მიმართ პრეტენზია არ აქვს, მაგრამ ტექნიკური მარცხი მთლიანად ლიგა სერია A-ს გადაწყვეტილებაა. კლუბი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.