
ლუკას პერესი „მეთოფეა“
ლონდონის „არსენალმა“ ესპანელი თავდამსხმელი ლუკას პერესი შეიძინა.
ლონდონელებმა 27 წლის ფეხბურთელში ესპანეთის „დეპორტივოს“ 17,1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.
პერესი „დეროტივოში“ 2014-2016 წლებში გამოდიოდა და 59 მატჩში 24 გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, ის 2011-2013 წლებში ლვოვის „კარპატიში“ ლევან ყენიასთან და ბუბა დაუშვილთან ერთად თამაშობდა.